ბიძინა ივანიშვილი

ბესელია: პერიოდი, როცა ივანიშვილი არ ჩანდა, ჩემთვის უღიმღამო იყო

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქი სექტორში გააქტიურებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ელის.

"ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკას ძალიან აკლია. ვიტყოდი, რომ პერიოდი, როდესაც ის არ ჩანდა, ჩემთვის უღიმღამო იყო - აღარ იყო იმ განსაკუთრებული ხიბლის მატარებელი. ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში შემოსვლა მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იქნება მთლიანად საზოგადოებისთვის", - თქვა ბესელიამ.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს საზოგადოებას მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" გააცნო. ორგანიზაციის წარდგენის შემდეგ მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კომენტარები