ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება

ბაროზო: გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე და პოლიტიკური მოტივისგან თავისუფალი

telegraph.co.uk

პრემიერი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გასაფორმებლად მნიშვნელოვანია მიმდინარე გამოძიებები პოლიტიკური მოტივისგან თავისუფალი იყოს.

"ვილნიუსის სამიტზე მოვახდინეთ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ჩათვლით, ეს ნაბიჯი სრულად ასახავს საქართველოს ურყევ პოზიციას ევროატლანტიკური ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის მიმართ, რისთვისაც ვაფასებთ დღევანდელ მთავრობას და მის წინამორბედსაც. ჩვენ ურთიერთობის გასამყარებლად ახლა გვჭირდება ამ ხელშეკრულების გაფორმება, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებებით იყოს გამყარებული გამოძიების წარმოება, გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე და პოლიტიკური მოტივისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და დემოკრატიულ ღირებულებებთან შესაბამისი" - განაცხადა ბაროზომ (ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თარგმანი).

ჟოზე მანუელ ბაროზომ სიტყვით გამოსვლისას შეშფოთება გამოთქვა მავთულხლართების გავლების პროცესის გამო და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გზით გაგრძელდეს დიალოგი.

კომენტარები