სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი ხვალ სოჭში ჩავა

საქართველოს დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე ორ ჯგუფად გაემგზავრება. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განუცხადეს, ძირითადი შემადგენლობა, მათ შორის, სპორტსმენები სოჭში 6 თებერვალს ჩავლენ, ხვალ კი, ვიცეპრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი გაემგზავრებიან საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად.

“საქართველოს დელეგაცია მიემგზავრება ორ ნაწილად. ნაწილი მიდის ხვალ დილით, ხოლო დელეგაციის ძირითადი ნაწილი მიემგზავრება 6 თებერვალს, დილით. 19-კაციან შემადგენლობაში არიან სპორტსმენები, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცეპრეზიდენტები და სხვები. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი მამუკა ხაბარელი”, - აცხადებენ კომიტეტში და აღნიშნავენ, რომ საქართველოს დელეგაცია სოჭში პირდაპირი რეისით გაემგზავრება. პირდაპირი რეისების განხორციელება ხვალიდან დაიწყება. 

სოჭის ოლიმპიადაზე ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები ნინო წიკლაური, იასონ აბრამიშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭში 14 თებერვალს კანადიდან ჩავა.

საქართველოს ნაკრების მედროშე ოლიმპიადის გახსნაზე ნინო წიკლაური იქნება.

კომენტარები