რუსეთი

EUOBSERVER: ლავროვი ევრონიუსს დაემუქრა

ლავროვი
novinite.com

ბელგიური ონლაინ გამოცემა EUOBSERVER წერს, რომ რუსეთის სააგრეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიუნხენში ყოფნისას გააკრიტიკა ევრონიუსი იმ სათაურის გამო, რომელიც ტელეარხმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს წაუმძღვარა.

კერძოდ, ტელეარხმა გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინაში, ევრომაიდნიდან გატაცებული აქტივისტი, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს, რუსების მიერ იყო ნაწამები.

"ძალიან დიდ სიფრთხილეს გამოვიჩენდი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თუნდაც მას ისეთი პატივსაცემი ტელეარხი ავრცელებდეს, როგორიც ევრონიუსია, რომლის 17% წილს რუსეთი ფლობს", - EUOBSERVER-ის ცნობით განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ევრომაიდნის აქტივისტი ანდრეი ბულატოვი 22 იანვრის შემდეგ გაუჩინარებული იყო. ის ორი დღის წინ ნაწამები აღმოაჩინეს. მას სახე დასერილი, ყური კი მოჭრილი აქვს.

 

კომენტარები