ხუან ორლანდო ჰერნანდესის პრეზიდენტობის პერიოდში ჰონდურასი პროაქტიულად აპირებს მიხედოს რეგიონულ საკითხებს, რაც უკავშირდება ინვესტიციების შემოდინებას და სამუშაო ადგილების შექმნას.
ქვეყანა არ აპირებს ტრადიციული სპეციალური ზონებით შემოიფარგლოს, სადაც აქცენტი, როგორც წესი, მხოლოდ ერთ კომპონენტზე - ეკონომიკური სტიმულების შექმნაზე კეთდება.
ჰონდურასის მიერ არჩეული თავისუფალი ქალაქის პროექტი ოთხ მთავარ განზომილებას მოიცავს. ესენია: სამართლებრივი, ეკონომიკური, ადმინისტრაციული და პოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია რეგიონში ინვესტიციების მოსაზიდად.
ვარაუდობენ, რომ თავისუფალი ქალაქის პროექტის განხორციელებით, ჰონდურასი რეგიონში კონკრენტულ უპირატესობას რამდენიმე მიმართულებით მოიპოვებს: ეკონომიკურ სტიმულებთან ერთად, რომლებიც მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოსაზიდად, ჰონდურასი შეძლებს ინვესტორებს შესთავაზოს სამართლის საერთაშორისო სტანდარტები, დავების გადაჭრის მექანიზმები და ინსტიტუტები, სავალდებულო არბიტრაჟით და სანდო მოსამართლეებით. ამით ჰონდურასი შეძლებს სრულად უპასუხოს 21-ე საუკუნის ბიზნესმოთხოვნებს: კანონის უზენაესობა, ბიზნესეფექტურობა, ინვესტიციის დაცულობა და ტრანსპარანტულობა.
დაახლოებით ორი წლის წინ თავისუფალი ქალაქის პროექტის ავტორები და ჰონდურასის დელეგაციის წევრები საქართველოში ჩამოვიდნენ და ლაზიკის პროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ.