ახალი პროკურორი

კალაძე: ახალ პროკურორს არ ვიცნობ

Kakha Kaladze
Tabula

ახალ პროკურორს არ ვიცნობ - კარგი მსმენია, პროფესიონალია, წესიერი ადამიანია. ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ახალი პროკურორი კარგად გაართმევს თავს თავის მოვალეობას და უახლოეს მომავალში ყველა ყველაფერს გაიგებს იმ გახმაურებული საქმეების შესახებ, რომლებსაც პროკურატურა იძიებს.

ვიცეპრემიერის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შემთხვევაში, გამოძიების ტემპი არ იყო დამაკმაყოფილებელი და მისით უკმაყოფილო იყო, როგორც თვითონ, ისე ხალხი. კახა კალაძემ გირგვლიანის საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით "გამოიკვეთა ახალი გარემოებები - კონკრეტულად ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ - კერძოდ ივანე მერაბიშვილი, რომელიც ხელს უშლიდა გამოძიებას და ყველაფერს აკეთებდა, რომ საქმე სხვა მიმართულებით წასულიყო და ამიტომ დაუმძიმდა მას ბრალი. ასევე, ძმები ახალაიები. ასევე, მელნიკოვი რომლის ჩამოყვანაც მოხდა თბილისში და ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. კუდის თანამშრომელი დავით ქოქიაშვილი, თუ არ ვცდები. ეს არის ახალი გარემოებები, რაც პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და მალე იქნება პასუხები, თუ რა მოხდა სინამდვილეში" - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, მთავარია, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდის.

კომენტარები