თეორემა

სოჭის ოლიმპიადა / რატომ იცვლიან ქალები გარეგნობას

- სოჭის ოლიმპიადამდე მცირე დრო რჩება. შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინი მისი მმართველობის 14 წლიანი პერიოდის განმავლობაში ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებას უმასპინძლებს, თუმცა მას პრაქტიკულად არცერთი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი არ დაესწრება, მიუხედავად იმისა რომ მათი გულის მოსაგებად პუტინმა მისი მოსისხლე მტერი მიხაილ ხოდორკოვსკი და სამაგალითოდ დასჯილი Pussy Riot-ის წევრები გაათავისუფლა ციხიდან.

ოლიმპიადა საერთაშორისო პროტესტის ფონზე გაიმართება, კრიტიკის საგანია რუსეთში სექსუალურ უმცირესობათა დევნა, მეცხრამეტე საუკუნის ჩერქეზთა გენოციდი თუ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში. ერთადერთი თემა რაზეც საერთაშორისო პროტესტი არ ისმის - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაა.

რას მოვიგებთ ოლიმპიადაზე და რა წავაგეთ ოლიმპიადაში მონაწილეობით, ამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემის პირველ ნაწილში. სტუმრები: ნიკა რურუა, სერგი კაპანაძე, ელგუჯა ბერიშვილი, პეტრე მამრაძე.

- რატომ იცვლიან გარეგნობას ქალები, ვის აწონებენ ამით თავს კაცს თუ საკუთარ თავს, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ჩვენი მოქალაქეები, ხალხის ხმას გადაცემის მეორე ნაწილში მოვისმენთ. სტუმრები: გია გვარამია, ეთერ ჭკადუა, მიშა მშვილდაძე, ნინა წკრიალაშვილი.

კომენტარები