რელიგიები

კინწურაშვილი: მოსაფიქრებელია მოდელი, რომელიც საპატრიარქოზე არ იქნება მორგებული

როდესაც რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, საპატრიარქოს კატეგორიული მოთხოვნა იყო, ეს ნორმა მხოლოდ ტრადიციულ კონფესიებს შეხებოდა. ეს იყო მაშინ პრინციპული საკითხი, რომელიც მაშინდელმა უმრავლესობამ არ დათმო და არც იმ რელიგიურმა კონფესიებმა დაუჭირეს მხარი, ვისზეც "საპატრიარქოს მოდელით" რეგისტრაციის უფლება ვრცელდებოდა. იმ მოტივით, რომ არ მომხდარიყო სხვა კონფესიების შემდგომი სეგრეგაცია და მეორე და მესამე კატეგორიის ჯგუფებად დაყოფა, რაც კიდევ უფრო გააღმავებდა სტერეოტიპებს არატრადიციული რელიგიური კონფესიების მიმართ. ერთის მხრივ, მისასალმებელია ახალი ხელისუფლების ინიციატივა, რომ საპატრიარქოს გარდა სხვა კონფესიების დაფინანსების საკითხს განიხილავენ, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსაფიქრებელია ისეთი მოდელი, რომელიც არსებულ დისკრიმინაციულ რეჟიმს კიდევ უფრო არ დაამძიმებს და საპატრიარქოს კონიუნქტურაზე არ იქნება მორგებული.

მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი თამარ კინწურაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე მთავრობის იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, ბიუჯეტიდან კიდევ ოთხი კონფესია დაფინანსდეს.

კომენტარები