გამოსვლები უკრაინაში

ოპოზიციის მოთხოვნებს უკრაინის რადას დეპუტატების ნაწილი შეუერთდა

პრემიერმინისტრი აზაროვი და მისი მთავრობის წევრები რადაში
kyivpost.com

ევრომაიდანის დემონსტრანტების მოთხოვნებს, უკრაინის რადას დეპუტატების ნაწილი შეუერთდა. ისინი მთავრობის გადადგომას და 16 იანვარს მიღებული კანონების შეცვლას ითხოვენ. 

"უკრაინაში სამოქალაქო კონფლიქტი სამოქალაქო ომში გადაიზრდება. ამას უკვე წინ ვეღარავინ აღუდგება. ამ ყველაფრის ფასი ადამიანების ცხოვრებაა. ასეთ საშიშ ვითარებაში უმაღლესი რადა ვერ შეძლებს, დარჩეს სხვაზე დამოკიდებული და ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაყოფილი. უმაღლესმა რადამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ეს კი კონსოლიდაციას, შიდა დაპირისპირების დავიწყებას და გადაუდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად დიალოგის დაწყებას გულისხმობს, რამაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უნდა აგვარიდოს. ამ მიზნით ვქმნით დეპუტატთა გაერთიანებას, ვინც აღნიშნული სამუშაოს შესრულების ორგანიზებას საკუთარ თავზე აიღებს. ახლა მთავარია, საზოგადოებას მის მიერ დაყენებულ საკითხებზე სარწმუნო და მართალი პასუხები გაეცეს", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 

 

კომენტარები