არეულობა უკრაინაში

კიევში აქტივისტებმა კრაინული სახლის შენობა დაიკავეს

კიევში, აქტივისტებმა უკრაინული სახლის შენობა დაიკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას 24-ე არხი, დეპუტატ ანდრეი შევჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

შევჩენკოს თქმით, მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა დატოვეს უკრაინული სახლის შენობა, აქტივისტებმა კიევის ისტორიის მუზეუმის ფონდებს დაცვა დაუნიშნეს.

გუშინ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შინაგანი ჯარის 200-მდე მოსამსახურემ უკრაინული სახლი დაიკავა.  ამის შემდეგ, რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, შენობაში შეღწევას ცდილობდა, მათ დაამსხვრიეს უკრაინული სახლის ფანჯრები და შიგნით მოლოტოვის კოქტეილები შეაგდეს. სამართალდამცავებმა შენობის ბლოკირება მოახდინეს და გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.

დაახლოებით პირველი საათისთვის, მომიტინგეებმა შტურმი შეწყვიტეს და გააკეთეს ცოცხალი კორიდორი. რამდენიმე საათში, უკრაინული სახლის შენობა 200-მდე სამართალდამცავმა დატოვა.

კომენტარები