აქცია უკრაინაში

ვიქტორ იანუკოვიჩმა იაცენიუკს პრემიერმინისტრის თანამდებობა შესთავაზა

Arseniy Yatseniuk, Vitali Klitschko and Oleh Tyahnybok at a meeting with Catherine Ashton

უკრაინის  პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ოპოზიციას შეთავაზება გაუკეთა. მან ფრაქცია "ბატკივშჩინას" ლიდერს, არსენი იაცენიუკს პრემიერმინისტრის, ხოლო პარტია "უდარის" ლიდერს ვიტალი კლიჩკოს, ჰუმანიტარულ საკითხებში ვიცეპრემიერის თანამდებობის დაკავება შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული პრესა უკრაინის იუსტიციის მინისტრზე ელენა ლუკაშზე დაყრდნობით ავრცელებს. მინისტრის თქმით, კრიზისის დარეგულირების მიზნით, იანუკოვიჩი მზადაა ამ დათმობაზე წავიდეს.  "თანხმობის შემთხვევაში, თუ არსენი იაცენიუკი დაიკავებს პრემიერმინისტრის პოსტს, პრეზიდენტი იანუკოვიჩი მიიღებს გადაწყვეტილებას მთავრობის დათხოვნის შესახებ", - განაცხადა ლუკაშმა.

დღეს უკრაინის პრეზიდენტს და ოპოზიციის ლიდერებს შორის რიგით მესამე შეხვედრა შედგა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეი კლიუევი, იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში, პარტია "უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკო, "ბატკივშინას" ლიდერი არსენი იაცენიუკი და ფრაქცია "თავისუფლების" ლიდერი ოლეგ ტიაჰნიბოკი. 

 

კომენტარები