მკვლელობა ნუცუბიძის პლატოზე

ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს

გუშინ ღამით, ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის ახალგაზრდა დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

მკვლელობას წინ უძღვოდა ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება. ჩხუბის შედეგად არიან დაჭრილებიც, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი სამკურნალო დაწესებულებიდან გუშინვე გაწერეს, მესამეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

შსს-ს ცნობით, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილის ვინაობა უკვე ცნობილია.

კომენტარები