არეულობა უკრაინაში

შვარცენეგერი: უკრაინელ ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლაში წარმატებებს ვუსურვებ

telegraph.co.uk

ცნობილმა მსახიობმა და კალიფორნიის ექს-გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვიდეო გზავნილით მიმართა. 

"მსურს უკრაინელ ხალხს შეტყობინება გავუგზავნო. მინდა იცოდნენ, რომ ვუსურვებ წარმატებებს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში," - განაცხადა არნოლდ შვარცენეგერმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსახიობი უკრაინაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. 21 იანვარს, შვარცენეგერმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე ვიტალი კლიჩკოს და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

კომენტარები