ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ის ხმაური, რაც მოჰყვა პატრიარქის ეპისტოლეს. სასულიერო ხელისუფლების ხელმძღვანელს აქვს უფლება, თავისი აზრი გამოთქვას და საკუთარ მრევლს შეაგონოს და აუხსნას ის, რაც არის რელიგიური დოგმებიდან გამომდინარე სწორი. თუმცა, რა თქმა უნდა, მე მესმის და ვიზიარებ ყველა იმ ტკივილს, რომელიც გამოხატა ბევრმა ოჯახმა, რომელსაც სამედიცინო ჩარევის გზით, ვგულისხმობ ხელოვნურ განაყოფიერებას, შეეძინა ბავშვი. ჩვენ ვართ მცირე ერი, ბევრი ომის შემდეგ, ძალიან ბევრი დაუოჯახებელი ქალისა და მამაკაციდან გამომდინარე, დაგვიანებით შექმნილი ოჯახებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე. მათ აქვთ საშუალება, იყოლიონ მომავალი თაობა ხელოვნური გზით. მე ამ პრინციპს ვიზიარებ და ვიზიარებ იმ სიხარულს, რომელიც განიცადეს იმით, რომ მათ ჰყავთ შვილები ამ გზით. ხელოვნური განაყოფიერება არის მისასალმებელი იმისთვის, რომ უშვილო წყვილს გაუჩნდეს შვილი.
წულუკიანი: მცირე ერი ვართ და ხელოვნური განაყოფიერება მისასალმებელია
tbl.ge/42o
დაკოპირდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პატრიარქის ეპისტოლესა და ხელოვნური განაყოფიერების შესახებ, რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში.