წულუკიანი: ფარცხალაძეს მთავარი პროკურორობის მორალური უფლება არ ჰქონდა

მე ცალსახად ვთქვი, რომ მე ბატონ ოთარს არ ვიცნობდი, მე ის წარვუდგინე პრემიერს და, სამწუხაროდ, ისიც აღმოჩნდა ჩემთან ერთად იმ ძალიან უსიამოვნო სიურპრიზის სიტუაციაში, როგორიც იყო ბატონი ფარცხალაძის წარსული ნასამართლობა. როგორც შემდეგ გაირკვა, ის ნასამართლევად უკვე აღარ ითვლებოდა. როგორც იცით, შეიძლება იყო წარსულში და გაქარწყლებულ გქონდეს ან მოხსნილი. მაგრამ არის თანამდებობები, სადაც თუ მოხსნილი გაქვს ნასამართლობა... ადამიანს უნდა ჰქონდეს რეაბილიტაციის საშუალება და შეიძლება იგი ამუშავო, მაგრამ არა მთავარი პროკურორის ან პროკურორის თანამდებობაზე, იმიტომ რომ, შენ სჯი სხვებს და თავად არ უნდა იყო წარსულში დასჯილი... მორალური უფლება მას არ ჰქონდა, მე ასე ვფიქრობ და იმას, რომ ეს ასეა, თავად ფარცხალაძეც იზიარებდა, როგორც ჩანს. როდესაც სტრასბურგიდან დავუკავშირდი, როდესაც აგორდა ეს ამბავი, აბსოლუტურად ადეკვატურად აცნობიერებდა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო პრობლემა და შემდეგ ერთადერთი სწორი და გაბედული გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში ყოფილი მთავარი პროკურორის შესახებ

კომენტარები