აქცია სოლიდარობა უკრაინელ ხალხს

უკრაინის საელჩოსთან უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქცია გაიმართა

YURIY DYACHYSHYN / AFP

თბილისში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი კიდევ ერთი აქცია უკრაინის საელჩოსთან გაიმართა. იგი სოციალური ქსელით დაიგეგმა.

მოქალაქეები სოლიდარობას ევრომაიდანზე შეკრებილ უკრაინელ მომიტინგეებს უცხადებენ. საპროტესტო აქციები კიევში ნოემბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი თქვა. 

19 იანვარს უკრაინის სპეცრაზმ ბერკუტსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები კიევის ცენტრში დაიწყო და დღემდე გრძელდება. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შეტაკებების შედეგად 5 პირის დაღუპვის შესახებ, რომლთა სიკვდილიც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია. თუმცა უკრაინის გენპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ორი პირის დაღუპვა დაადასტურა.

კომენტარები