პლატონ ლებედევი

უზენაესმა სასამართლომ ლებედევის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

1tvnet.ru

საინფორმაციო სააგენტო INTERFAX.RU-ს ცნობით, რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ МЕНАТЕП-ის ყოფილი ხელმძღვანელის პლატონ ლებედევის საპატიმროდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა.

2010 წლის დეკემბერში მიხაილ ხოდორკოვსკი და ლებედევი მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ЮКОС-ის მიერ 1998-2003 წლებში მოპოვებული ნავთობის სრულად მიტაცებაში დამნაშავედ ცნო და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ხოდორკოვსკის და ლებედევს სასჯელი ერთი წლით - 14-დან 13 წლამდე შეუმცირდათ, თუმცა მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა. მიხაილ ხოდორკოვსკი რამდენიმე ხნის წინ პუტინის შეწყალების შედეგად საპატიმროდან გათავისუფლდა და ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.

კომენტარები