გამოსვლები კიევში

ბაროზო: უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში მთავრობა ფუნდამენტურადაა დამნაშავე

telegraph.co.uk

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოთქვა და სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მთავრობას ნამდვილი დიალოგის დაწყებისკენ და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

”შოკირებულები ვართ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებითა და პროტესტის მონაწილეების გარდაცვალებით. ჩვენს უდიდეს მწუხარებას გამოვთქვათ მათი გარდაცვალების გამო და მათ ოჯახებს თანავუგრძნობთ. ჩვენ მოვითხოვთ მაქსიმალურად სწრაფად შეწყდეს ძალის გამოყენება და ორივე მხარემ მოლაპარაკებები დაიწყოს. მე მინდა ხაზი გავუსვა მიმდინარე მოვლენებზე უკრაინის მთავრობის ფუნდამენტურ პასუხისმგებლობას, რომელმაც უნდა გადადგას ნაბიჯები კრიზისის აღმოსაფხვრელად. მათ ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგი უნდა დაიწყონ, რათა ეს ღრმა კრიზისი გადალახონ”, - აღნიშნა ბაროზომ.  

ევროკომისიის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის მთავრობის მიერ მიღებული შეზღუდვებით, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

”ჩვენ ასევე აღშფოთებულები ვართ ბოლო პერიოდში მიღებული შეზღუდვებით, რომელიც თავისუფლებისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლებისა და მედიის თავისუფლებას ზღუდავს”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.  

 

 

 

 

კომენტარები