შეტაკება კიევში

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

შეხვედრას ესწრებიან უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეი კლიუევი, პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი პორტნოვი, იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში, ოპოზიციის ლიდერები ვიტალი კლიჩკო, არსენი იაცენიუკი და ოლეგ ტიაჰნიბოკი. შეხვედრის მიზანი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულებაა. 

შეგახსენებთ, გრუშევსკის ქუჩაზე სპეცრაზმელებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება 19 იანვარს დაიწყო. რომელსაც უკვე 4 ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები