ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
მოდა

გლობალური დათბობა

გაზაფხული-ზაფხული

ანიტა ლებანიძე
ორშაბათი, 20 იანვარი, 2014 - 18:27
tbl.ge/9kt
დაკოპირდა
Lanvin
Antonio Berardi
Antonio Marras
Calvin Klein Collection
Chanel
Christian Dior
Dries Van Noten

Spring-Summer Trends 2014

მოდის დიზაინერებმა პირველებმა აუღეს ალღო გლობალურ დათბობას და ამ პროცესით გამოწვეული ცვლილებები პრაქტიკულად გაიაზრეს. უკვე მეორე სეზონია, რაც სულ უფრო მეტ თბილ ტანისამოსს ვხედავთ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში, შემოდგომის სეზონისთვის კი, პირიქით, მოდელიორები მსუბუქ ტანსაცმელს წარადგენენ. მიუხედავად ამ პრაქტიკული ცვლილებებისა, მთავარი სიახლეები მაინც ესთეტიკურ ხასიათს ატარებს და სწორედ ამიტომ, მოდა – მუდამ მომაკვდავი უკვდავი სივრცე – მომავალი გაზაფხულისათვის ტანსაცმლის ახალ კონცეფციებს გვთავაზობს.

Botanical Mania

ყვავილი უძველესი დროიდან გადაიქცა ტექსტილის ორნამენტად, სტილიზებული თუ რეალისტური, ამოქარგული თუ დაბეჭდილი ფლორა მოდის ინდუსტრიის დიდი მამოძრავებელი ძალაა. გასულ სეზონებშიც ვხედავდით ბოტანიკის თემით შთაგონებულ კოლექციებს, მომავალ გაზაფხულზე კი დიდი, კაშკაშა, ხაზგასმით ჭრელი ქსოვილებისგან შექმნილ ტანსაცმელზე დიდი მოთხოვნა იქნება.
გაზაფხული-ზაფხული 2014-ის ფლორა თამამი, გამორჩეულად კონტრასტულია და ტრადიციული სტილის ახლებური გააზრებაა. Dries Van Noten, Christian Dior, Christhopher Kane, Marni მცენარეებს თავიანთ კოლექციებში დიდ ადგილს უთმობენ და აშკარად ახალ ბოტანიკურ ტენდენციას ქმნიან.

Caligrafika

გახსოვთ პიტერ გრინუეის ფილმი Pillow Book? იქ სასიყვარულო გზავნილებს ადამიანის სხეულებზე წერენ. ფილმი, რომლის მთავარი გმირი ხორციელი ვნებებით შეპყრობილი მოდელია, კალიგრაფიის, სხეულის სილამაზის და მათი კავშირის ძიებაშია. მომავალი გაზაფხულისთვის იმავე სვლას არაერთმა დიზაინერმა მიმართა და ტექსტი, ასოები და შრიფტი ორნამენტად აქცია. შესამჩნევზე დიდი ლოგო მაისურზე ან თუნდაც ჩანთაზე, ძალიან ცუდ ტონად ითვლება, თუ ეს არ არის ტექსტის ან სიტყვის გრაფიკული გადაწყვეტა, რომელიც, ამავე დროს, ტანსაცმელია. Alexander Wang-მა სრული კოლექცია ბეჭდური სიტყვებით ააშენა, შრიფტი და ლოგო სხვა კონტექსტში მოათავსა Raf Simons-მა Christian Dior-ის სახლისთვის, მის მაგალითს თავის გამოსამშვიდობებელ კოლექციაში Louis Vuitton-ის სახლისთვის Mark Jacobs-მაც მიმართა და ამით მომავალი გაზაფხულის კიდევ ერთ „სიტყვიერ" ტენდენციას ჩაეყარა საფუძველი.

GlitterShine

ბრჭყვიალა საზეიმო ფეიერვერკის მსგავსად, Alber Elbaz-ს და Lanvin-ის სახლს უკანასკნელი დროის არაერთი ტენდენციის ჩამოყალიბებაში მიუძღვის წვლილი. გაზაფხული-ზაფხული 2014 მთლიანად მეტალის მსგავსი ბრჭყვიალა ქსოვილებისგან შექმნილი რომანტიკული ტანსაცმელია, ზედაპირი ანათებს, ბრწყინავს და, ცხადია, ამაღლებულ განწყობას ქმნის. მსგავს სვლას სხვა მოდელიორებმაც მიმართეს – თუ გასულ სეზონებზე ვხედავდით სარკისებური პრიალა ქსოვილების დეტალებს, გაზაფხული-ზაფხული 2014-ისთვის თავიდან ფეხებამდე უნდა შევიმოსოთ მბრწყინავ ქსოვილში. ამას გვირჩევენ Gareth Pugh, Antonio Berardi, Christopher Kane.

Transparence

Yves Saint Laurent-მა 1968 წლის შემოდგომაზე წარადგინა კაბა, რომელიც უმალ კამათის და მიბაძვის მიზეზი გახდა. ეს იყო გამჭვირვალე შიფონის კაბა სირაქლემის ბუმბულებით. კაბა მხოლოდ ეროტიზმს მატებდა მოდელს, სხვა მხრივ კი ვერაფრით ფარავდა ქალის შიშველ სხეულს. ამ მოდელს მოჰყვა კამათი, არის თუ არა ეთიკური ქალის მკერდის გამოჩენა საზოგადოებაში. მართალია, მკერდის ირგვლივ სჯა-ბაასი დღესაც არ დასრულებულა, მაგრამ გამჭვირვალე ქსოვილის სილამაზეში ეჭვი არავის ეპარება. ისეთმა მოდელიორებმა, როგორებიცაა Mark Jacobs, Haider Ackermann, Stella McCartney და Antonio Marras, უპირატესობა სხეულის გამოჩენას და გამჭვირვალე ქსოვილებს მიანიჭეს, ასე რომ, მომავალი გაზაფხული-ზაფხული დაუფარავი სილამაზის სეზონიც არის.

New Torso

Calvin Klein-მა ამერიკელ დიზაინერებთან ერთად გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო სპორტული ტანსაცმლის მოდური ინტერპრეტაციების შექმნა. წაგრძელებული ტორსი და მთლიანი კაბები ამ პერიოდის ჰიტი იყო. რაღაც მსგავს სილუეტს Phoebe Philo აბრუნებს Celini-ს სახლისთვის და მასთან ერთად, ადვილად სატარებელი კომფორტული ტანსაცმლის მომხრეა Acne, Chanel და Bottega Veneta.

 

Spring-Summer Trends 2014TransparenceNew TorsoCaligrafikaBotanical Maniaმოდა

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 13 თებერვალი, 2020 - 17:12მარკ ჯეიკობსმა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ჩვენება გამართა - ფოტოები
  • ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2020 - 18:59პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ვალენტინოს ჩვენება გაიმართა - ფოტოები
  • ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2020 - 17:18ჟან-პოლ გოტიემ კარიერის უკანასკნელი ჩვენება ჩაატარა - ფოტოები
  • ოთხშაბათი, 8 იანვარი, 2020 - 13:32მოდის ოქროს ხანა ჰარი ბენსონის ობიექტივში (PHOTOS)
  • პარასკევი, 22 ნოემბერი, 2019 - 16:28Kesha ქართველი დიზაინერის Davidsnow-ს სათვალით

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ზელენსკი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე СБУ-ს ხელმძღვანელს წარადგენს
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 - 20:53

ზელენსკი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე СБУ-ს ხელმძღვანელს წარადგენს

ბადიაურში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 3 მგზავრი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 - 20:29

ბადიაურში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 3 მგზავრი

15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 - 19:59

15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

ქართველი მკვლევრები მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას მსოფლიო კონგრესზე წარადგენენ
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 - 18:19

ქართველი მკვლევრები მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას მსოფლიო კონგრესზე წარადგენენ

უკრაინის რადამ ახალი მთავრობა დაამტკიცა, თავდაცვისა და საგარეოს მინისტრების გამოკლებით
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 - 18:18

უკრაინის რადამ ახალი მთავრობა დაამტკიცა, თავდაცვისა და საგარეოს მინისტრების გამოკლებით

ყველაზე კითხვადი

როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
1როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო
4პუტინის მტკიცებით, მალე ოკუპირებული ყირიმის საწვავით უსაფრთხო მომარაგებას შეძლებენ
5რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕