ტაბულას სატელევიზიო ბადე

ტაბულას სატელევიზიო ბადე შეიცვალა

ტაბულა

ტაბულას სატელევიზიო ბადე შეიცვალა. 

პოლიტიკური თოქ-შოუ ფოკუსი, რომელიც აქამდე 22:00-ზე იწყებოდა, ახალი სეზონიდან, ორშაბათ-პარასკევს 20:30-ზე გავა.

დავით კოვზირიძის საავტორო გადაცემა მძიმე კაცთან ორშაბათს და ხუთშაბათს 21:45-ზე დაიწყება, ხოლო თამარ ჩერგოლეიშვილის საავტორო გადაცემა თეორემა - ამავე დღეებში, 22:15-ზე.

საუბარი რელიგიაზე ოთხშაბათს 21:45-ზე გავა ეთერში. ამაოების ბაზარი კი, სამშაბათს, გასული სეზონისგან განსხვავებით ერთი საათით გვიან, 00:00-ზე.

ცვლილებაა საინფორმაციო გამოშვების ბადეშიც. ახალი სეზონიდან, ტაბულაზე ახალი ამბები 13:00, 16:00 და 19:00-ზე გადის. ხოლო შაბათ-კვირას - 19:00 და 21:00-ზე.

კომენტარები