აშშ-ის დელეგაცია პრეზიდენტს და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოსი ვიზიტით მყოფი ამერიკის კონგრესის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. კერძოდ საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს.პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ამერიკული დელეგაცია პრემიერმინისტრთან და მთავრობის წევრებთან შესახვედრად გაემგზავრა.

ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია საქართველოს დღეს დილით ეწვია. დელეგაციაში, რომელსაც რესპუბლიკელი სენატორი ჯეიმს ინჰოფი ხელძღვანელობს, შედიან სენატორი ჯონ ბუზმანი და კონგრესმენები ვერნ ბიუქენენი, ენდერ კრენშო, ენ კირკპატრიკი და სტივ პირსი, ასევე სენატის შესაბამისი კომიტეტების მრჩევლები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მხარეები მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, საუბარი შეეხება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

პირველი შეხვედრა ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან გამართეს. როგორც შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავთ ბაქრაძემ განაცხადა, საუბარი ქვეყბნის დეოკუპაციის, NATO-ში ინტეგრაციისა პროცესს და ქვეყანაში შექმნილ ვიტარებასა და შიდა დემოკრატიის საკითხებს შეეხო.

"ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო აშშ-ის დელეგაციას იმ ვითარებაში ხვდება, როცა ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება და ხელისუფლებას მოდუნებული აქვს ძალისხმევა რუსეთის ფედერაციაზე წნეხის განსახორციელებლად", - განაცხზდა შეხვედრის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

"ბუნებრივია, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა მოისმინეს ჩვენი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო და მისი ხელისუფლება ფოკუსირებული უნდა იყოს არა ოპონენტების დევნაზე, ციხეში ჩასმაზე და ღამით საკნიდან ტომრის ჩამოცმევით გამოყვანაზე, არამედ ქვეყნის სტრატეგიული საკითხების და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე, რასაც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავთ", - განუცხადა ჟურნალისტებს უშიშროებსი საბწოს ყოფილმა მდივანმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ არის სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში.

კომენტარები