კეზერაშვილის საქმე

ბოკერია: კეზერაშვილის საქმე პოლიტიკური დევნაა

გიგა ბოკერია
tabula.ge

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ბრალდებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნება და ამ საკითზე მსჯელობა ვანო მერაბიშვილის საქმიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება.

„პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ მერაბიშვილზე ბევრ კითხვებს სვამენ და ამის ნაცვლად მოდით კეზერაშვილზე ვისაუბროთო", - განაცხდა ბოკერიამ პირველი არხის ეთერში.

მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმინისტრმა მთავარი პროკურორი ციხიდან მის ფარულად გაყვანაში და ზეწოლაში დაადანაშაულა, „ერთი თვე დასცინოდნენ საზოგადოებას და ეუბნებოდნენ, რომ გამოაქვეყნებდნენ ფირს, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს სიცრუეა. დე მერე გაირკვა, რომ ფირი არ არსებობს, ოღონდ გაირკვა ერთი თვის თავზე. მანამდე ითქვა, რომ ფირი 10 დღე ინახება და ვიცით, რომ ინახება დიდ ხანი".

ბოკერიას თქმით, თუ ვინმეს ეჭვები ჰქონდა, მართლა ჰქონდა თუ არა ამ ფაქტს ადგილი, სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადების შემდეგ, რომ ფირი 24 საათში წაიშალა, ეს ეჭვები გაეფანტებოდა.

„აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება კრიმინალი და კრიმინალური წარსულს მქონე ყოფილ მთავარი პროკურორის ფარცხალაძის წინააღმდეგ, დადგეს მინიმუმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობა მთელი პოლიტიკური გუნდისა, რომელიც წინ ამ კრიმინალს გადაეფარა. ამის ნაცვლად მოიფიქრეს რაღაც ფარსი, ალიამ გამოაქვეყნა სტატია და ამაზე შემდეგ ამბავი აგორდა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი განცხადებით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალმა ხელსუფლებამ, დაპირებების შესრულების ნაცვლად, მთელი ფოკუსი პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე გადაიტანა. ბოკერიას თქმით, პოლიტიკური დევნა თვალსაჩინოა როგორც დავთ კეზერაშვილის, ასევ მრავალ სხვა შემთხვევაში. ხელისუფლებას დეკლარირებული აქვს პოლიტიკური ოპონენტების განადგურების სურვილი და შერჩევით სამართალს მიმართავს, - აცხადებს ბოკერია.

„ქვეყანაში ვხედავთ, როდესაც ადამიანები იცვლიან პოლიტიკურ სიმპათიას, მათ მიმართ დევნა წყდება. იმათ მიმართ კი, ვინც პრობლემატურად მიაჩნიათ, დევნა გრძელდება. ეს ყველა შემთხვევაში პილიტიკური დევნაა", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს ყოფილომა მდივანმა.

რაც შეეხება ბრალდებებს კეზერაშვილის წინააღმდეგ, გიგა ბოკერიას თქმით, გამოქვეყნებული დოკუმენტი თავად კეზერაშვილის დაცვის მხარის დაკვეთით იქნა შექმნილი იმისთვის, რომ მის ბიზნესის ლეგალურობა დაემტკიცებინათ.

მისი განცხადებთ, დავით კეზერაშვილს ნაციონალურ მოძრაობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, რადგან იგი პარტიას ბიზნესმენებთან კონტაქტში ეხმარებოდა.
ბოკერია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ კეზერაშვილის კომპანიის თუნდაც 800 მილიონიანი ბრუნვა თანამდებობაზე მისი ყოფნისას რაიმე დარღვევებზე მეტყველებს.

„აქ ლაპარაკია ბრუნვაზე და არა ქონებაზე. ბრუნვა შეიძლება საწარმოს დიდი ჰქონდეს, მაგრამ ეს არ არის მოგება. და მეორე - ჩვენ ვსაუბრობთ 6 წლიანი ბიზნეს-საქმიანობის საბოლოო ეტაპზე, რომელიც კეზერაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაიწყო. თუ მას თავისი გამოცდილებისა და კონტაქტების წყალობთ ჰქონდა საშუალება ქვეყანაში შემოეყვანა რამდენიმე მსხვილი ინვესტორი, ჰყოლოდა პარტნიორები, მას ექნებოდა საფუძველი საიმისოდ, რომ რაღაც ბაზა ჰქონოდა. თუ ბიზნესი წარმატებულია, 6 წელიწადში საშუალება ექნებოდა ასეთ ბრუნვაც ჰქონოდა", -აღნიშნა ბოკერიამ.

დავთ კეზერაშვილი საფრანგეთში 2013 წლის 14 სექტემბერს დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილს ბრალი ე.წ. სპირტის კონტრაბანდისა და ტელეკომპანია იმედის გასხვისების საქმეებზე წაუყენა. ტელეკომპანია იმედის საქმესთან მიმართებით თბილისის საქალაქო სასამართლომ კეზერაშვილს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

კომენტარები