ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

გია ნოდია: ღარიბაშვილი აშკარად გაუგებრობაში მოყვა და ბრინჯივითაა დაბნეული

ღარიბაშვილის პრესკონფერენციის მთლიანად ყურებას ძვირფასი დრო ვერ დავუთმე, თუმცა რაც ნაწყვეტები ვნახე, და ზოგადად როგორც ვუყურებ ამ ადამიანის მმართველობას, ძირითადი ემოცია, რაც მიჩნდება, არის თანაგრძნობა. კაცი აშკარად გაუგებრობაში მოყვა და ბრინჯივითაა დაბნეული. მეჩვენება, რომ ის არც სულელია და არც ბოროტი და როგორც საშუალო დონის მენეჯერი, შეიძლება სრულიად მისაღებიც იყოს. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სუპერ-მენეჯერული გენიის წყალობით მისთვის სრულიად შეუფერებელ ადგილას აღმოჩნდა. ის ცდილობს, თავისი დაბნეულობა და მოწყვლადობა გადაფაროს აგრესიით ოპონენტების მიმართ, რაც მის მდგომარეობაში სრულიად გასაგებია: ამის გარეშე მთლად უმწეო გამოჩნდება. რომ ვერ პასუხობ და იძულებული ხარ, აშკარა ტყუილები ილაპარაკო, უნდა იჩხუბო. ახლა იტყვით: „ჩვენ რა ვქნათ, ჩვენო“, მაგრამ ეს ფრაზაც უკვე გაიცვითა ამდენი განმეორებისაგან. მოკლედ, რაღაც ექსპერიმენტში აღმოვჩნდით და აზრზე არა ვართ, ეს ყველაფერი რით დამთავრდება.

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ის პირად გვერდზე.

კომენტარები