ვანო მერაბიშვილის საქმე

ჭიაბერაშვილი: ღარიბაშვილმა, პრაქტიკულად, მერაბიშვილის განაჩენი გამოაცხადა

facebook.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "ვანო მერაბიშვილის გატაცება არავის არ სჭირდება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება". 

"პრემიერმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი კარგად ზის და კარგად იჯდება. მე, როგორც ვანო მერაბიშვილთან ერთად ერთ საქმეზე ბრალდებულმა - როდესაც ღარიბაშვილმა, პრაქტიკულად, განაჩენი გამოაცხადა დღეს - საზოგადოებას მინდა დავუსვა შემდეგი კითხვა: რა განცდა უნდა მქონდეს და უნდა მქონდეს თუ არა იმედი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია? რა განაჩენს უნდა ველოდო ქუთაისის სასამართლოში? ეს არის ძალიან მარტივი კითხვა, რომელზედაც პასუხი ყველამ ძალიან კარგად იცის: ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება", - აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა.

კომენტარები