ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც პრემიერმა დღეს მედიასთან შეხვედრისას ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. ჭიაბერაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება.

"პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი კარგად ზის და კარგად იჯდება. მე, როგორც ბრალდებული ვანო მერაბიშვილთან ერთად ერთ საქმეზე, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა პრაქტიკულად განაჩენი გამოაცხადა დღეს, საზოგადოებას მინდა დავუსვა კითხვა: რა განცდა უნდა მქონდეს და უნდა მქონდეს თუ არა იმედი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და რა განაჩენს უნდა ველოდო ქუთაისის სასამართლოში? ეს არის ძალიან მარტივი კითხვა, რომელზე პასუხიც ყველამ ძალიან კარგად იცის - ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

კომენტარები