ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს შეხვდნენ

www.radiotavisupleba.ge

ანტიდისკრიმინაციული კანონი, სასამართლო სისტემის რეფორმა და მმართველობის სისტემაში პროკურატური როლი - ეს იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილეების ალექსანდრე ბარამიძისა და გოჩა ლორთქიფანიძის შეხვედრის მთავარი თემები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებთან ასტრუპ იენსენსა და ბორის სილევიჩთან.

შეგახსენებთ, რომ დელეგაციის წევრები საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს, ასევე სახალხო დამცველს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებს. ხვალ, 15 აინვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავენ.

კომენტარები