მაკდონალდსი აფხაზეთში

ზაქარეიშვილი: დარწმუნებული ვარ, მაკდონალდსის შემთხვევაში გაუგებრობა მოხდა

ტაბულა

არის საკითხები, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე დაცულია და ეს არის მსხვილი ბიზნესმენების მიერ წარმოებული პოლიტიკა, - ეს კომენტარი პაატა ზაქარეიშვილმა მაკდონალდსის ოფიციალურ ვებგვერდზე აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად მოხსენიების შეფასებისას გააკეთა.

მაკდონალდსის ვებგვერდზე აფხაზეთი იმ დამოუკიდებელი ქვეყნების სიაში იყო მითითებული, სადაც კომპანიას ბიზნესი აქვს ან დაწყებას აპირებს. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში გაუგებრობა მოხდა, რადგან როცა აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, იქ მაკდონალდსი მაინც არ აშენდება, სანამ ამის სურვილს თემურ ჭყონია არ გამოთქვამს.

"როდესაც აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, მაშინაც შეიძლება არ აშენდეს, ვიდრე ჭყონია არ გასცემს განკარგულებას, იმდენად დაცულია ბიზნესინტერესები. დარწმუნებული ვარ, იქ მოხდა გარკვეული გაუგებრობა და როგორც მე ვიცი, გამოსწორებულია. როგორც მე ვიცი, იქ საუბარი არ იყო ბიზნესის წარმოებაზე, ლაპარაკი იყო ბიზნესის წარმოების დაწყების შესაძლებლობაზე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

კომენტარები