თეორემა

საშობაო ეპისტოლე / ცრურწმენა

რით აიხსნება, რომ საქართველოს კათალიკოს პატრიარქსა და რუსეთის პრეზიდენტს ერთნაირი შიშები აქვთ თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის მიმართ.

არის თუ არა ბედნიერი ოჯახი, რომელსაც მრავაწლიანი ლოდინის შემდეგ შვილები სუროგატმა დედამ აჩუქა და რა პრობლემას უქმნის პატრიარქის სიტყვები მათ ბავშვებს. ამ კითხვას გადაცემის სტუმრები, სუროგატი და ბიოლოგიური დედები პასუხობენ.

განვიხილავთ იმასაც, თუ რა არგუმენტები აქვთ In Vitro ფერტილიზაციის წინააღმდეგ მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს. მოდის თუ არა ეს პრაქტიკა ბიოლოგიურ ეთიკასთან წინააღმდეგობაში.

და ბოლოს ვსაუბრობთ ცრურწმენაზე, რამაც ნახევარი საქართველო მამა გაბრიელის საფლავზე მიიყვანა. რა სურვილის შესრულება ითხოვეს ადამიანებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის განმავლობაში მცხეთამდე მიმავალი მაგისტრალის პარალიზება მოახდინეს. მამა გაბრიელის საფლავზე მისული ხალხის ხმა - თეორემას ბოლო ნაწილში.

კომენტარები