ქურდული სამყარო

ღარიბაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკაზე და რაღაც უაზრო თემები მესმის

სოზარ, ის თემა ვინ აწია ქურდების კანონის გადახედვასთან დაკავშირებით? უამრავი საფიქრალი გვაქვს, ვმუშაობთ აქტიურად ეკონომიკაზე, წარმოების გახსნაზე და რაღაც უაზრო თემები მესმის. გუშინ ქურდების თემის წამოწევა ტყუილად მოხდა. მერე ამაზე სიუჟეტები ვიხილეთ - გადაიხედება თუ არ გადაიხედება. რაზეც ვიცით, რომ არაფერი იცვლება და არ გადაიხედება, მაგაზე ნუღარ ვფიქრობთ.

მიმართა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები