პროკურატურის განცხადება

პროკურორმა და ახალაიას ადვოკატმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

justice.gov.ge

პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა და ბაჩო ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"8 იანვარს, დაახლოებით 15 საათსა და 30 წუთზე საქართველოს მთავარი პროკურატურის თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში პროკურორ ლევან ბაჩიაშვილსა და საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრ ადვოკატ რომეო საჯაიას შორის ადრე არსებული პირადი უთანხმოების საფუძველზე მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც მათ ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. 
აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები