საქართველოს მთავარი პროკურორი

წიკლაური: ფარცხალაძის ყველაზე რეალური შემცვლელი ირაკლი შოთაძეა

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დაინიშნება, ეს ნიშნავს, რომ ფარცხალაძე თანამდებობიდან არ ჩამოუცილებიათ. როგორც წიკლაურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, ფარცხალაძის ყველაზე რეალური შემცვლელი არის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე.

"თუ შოთაძე მთავარი პროკურორი გახდება, მმართველობას უშუალოდ ფარცხალაძე განახორციელებს", - აღნიშნა წიკლაურმა.

მისივე თქმით, "უნდა დამთავრდეს ხელისუფლებაში არსებული პრაქტიკა, როდესაც ადამიანები თანამდებობაზე არ არიან და მთავრობაზე არაფორმალურ კონტროლს ახორციელებენ". წიკლაურმა ამის მაგალითად ბიძინა ივანიშვილი მოიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად ირაკლი შოთაძე სახელდება. ის ფარცხალაძის პირველი მოადგილე იყო. 

კომენტარები