საქართველოს მთავარი პროკურორი

საქართველოს მთავარ პროკურორად, შესაძლოა, ოთარ ფარცხალაძე დაინიშნოს

facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მომავალ მთავარ პროკურორად, შესაძლოა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი ოთარ ფარცხალაძე დაინიშნოს.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ფარცხალაძის კანდიდატურა მხოლოდ განიხილება.

ოთარ ფარცხალაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მანამდე ის ამავე სამსახურში შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. ის პოსტზე 17 ნოემბრის ინაუგურაციამდე დარჩება.

 

კომენტარები