იღუმენი კირიონი: წმინდა გაბრიელი გადააქციეს ჯინად

მივიჩნევ, რომ როგორც ქრისტეს მღვდელმა, შესაძლოა ყველაზე ცოდვილმა ცოდვლთა შორის, უნდა დავგმო ის კერპთაყვანისმცემლობა, რაც მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე ხდება. წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოება, წმინდა გაბრიელი გადააქციეს ჯინად, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ მდაბალ მონაზონს რაღაც ცუდად ესიზმრა. რამდენი ავადმყოფი, რამდენი გაჭირვებული მიეახლა დღეს წმინდა მამა გაბრიელს და მიმართა მას როგორც ჯინს, როგორც სურვილების შემსრულებელს. ნუ ამახინჯებთ მართლმადიდებელ რწმენას. წმინდა მამა გაბრიელ სალოსო, შეგვინდე!

განაცხადა facebook-ის პირად გვერდზე მილანის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა, იღუმენმა კირიონ მაჩაიძემ.

კომენტარები