ქურდობა

სოფელ გლდანის ტაძრის სენაკიდან 3000 ლარი და მღვდლის პირადი ნივთები მოიპარეს

მამა თადეოზი
მამა თადეოზი / ტელეკომპანია რუსთავი 2

სოფელ გლდანში გვიან ღამით ტაძარი გაძარცვეს. გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძრის სენაკიდან 3000 ლარი და მამა თადეოზ თანდაშვილის პირადი ნივთები წაიღეს. მთვდლის თქმით მოპარული თანხა ახალი ტაძრის ასაშენებლად მერიიდან იყო გამოყოფილი. მამა თადეოზის განცხადებით ტაძარს უკვე მესამედ ძარცვავენ. 

"წაღებული არის ფულადი თანხა, 3000 ლარის ოდენობის, ეს თანხა გადმორიცხული იყო თბილისის მერიის მიერ მშენებარე მონასტრისთვის, მოხდა ქურდობა. არ ვიმყოფებოდი მონასტერში. როცა დავბრუნდი უკვე კელია გაძარცვული იყო და ეს თანხა გატანილი იყო. კონკრეტული ეჭვმიტანილი არ არსებობს. წარმოდგენაშიც არ არსებობს და რთულია და ძალიან მძიმე, იმიტომ რომ უკვე მესამე ფაქტი იყო ამ მონასტრის ძარცვის” - განაცხადა მამა თადეოზმა. 

შსს-ს განცხადებით საქმე ქურდობის მუხლით არის აღძრული.

კომენტარები