მარიხუანას ლეგალიზაცია

კოლორადოში მარიხუანა ლეგალურად გაიყიდება

financialexpress.com

დღეიდან, მსურველებს კოლორადოში რეკრეაციული მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა ლეგალურად შეუძლიათ.

შტატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გახსნას მარიხუანას გასაყიდად განკუთვნილი სპეციალური მაღაზიები, ისტორიულია. კანონის მიხედვით, მარიხუანას შეძენა ნებისმიერ 21 წლის და უფროს პირს შეუძლია.

იმ დროს, როდესაც აშშ-ს მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი ახალ წელს ხვდებოდა, კოლორადოში შტატის გადაწყვეტილებას ზეიმობდნენ, ამიტომ ამ დღეს ამიერიდან მწვანე ოთხშაბათს უწოდებენ.

კოლორადოს მასშტაბით რეკრეაციული მარიხუანას გამყიდველი 30 მაღაზია გაიხსნება, აქედან 18 დენვერში იფუნქციონირებს. გასულ კვირას სულ 136-მა მაღაზიამ მიიღო მარიხუანას გაყიდვის ლიცენზია, მაგრამ უმრავლესობა ამ დროისთვის ადგილობრივი მთავრობისგან საბოლოო თანხმობას ელოდება.

2012 წელს კოლორადოს ამომრჩევლებმა რეკრეაციული მარიხუანას გაყიდვის პროექტს ხმა მისცეს და ახლა კოლორადო პირველი შტატია, სადაც მარიხუანას გაყიდვა შტატისა და ადგილობრივი მთავრობის რეგულაციით განხორციელდება.

კომენტარები