სტალინის ძეგლის დემონტაჟი

ტაბულას დამფუძნებელმა ფონდმა თელავში სტალინის ძეგლი აიღო

ტაბულას ერთ-ერთმა მფლობელმა, სამოქალაქო განათლების ფონდმა თელავში სტალინის ძეგლი აიღო. ბელადის ძეგლის დემონტაჟმა ინციდენტის გარეშე ჩაიარა, აღების პროცესში ადგილზე არ გამოჩენილან ბელადის თაყვანისმცემლები. იქვე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი. ტაბულამ შსს-ს წინა დღეს მიმართა.

სამოქალაქო განათლების ფონდმა სტალინის ძეგლის დემონტაჟისთვის თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში 25 დეკემბერს გაიმარჯვა. ტენდერში, რომელიც 2 დეკემბერს გამოცხადდა, სხვა არავინ მონაწილეობდა.

სამოქალაქო განათლების ფონდმა რამდენიმე თვის წინ უკანონოდ აღმართული სტალინის ძეგლი 634 ლარად მოხსნა და ტერიტორია დაასუფთავა. თელავში, სტალინის ძეგლი საზეიმო ვითარებაში 1 სექტემბერს გახსნეს. ძეგლი საზოგადოება ”სტალინელმა” და ვეტერანებმა აღმართეს.

კომენტარები