სტალინის ძეგლის დემონტაჟი

ტაბულას დამფუძნებელი სტალინის ძეგლის დემონტაჟს 31 დეკემბერს, 10 საათზე, დაიწყებს

ტაბულას ერთ-ერთი მფლობელი, სამოქალაქო განათლების ფონდი თელავში სტალინის ძეგლის დემონტაჟს ხვალ, 31 დეკემბერს, დილის ათ საათზე, დაიწყებს.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის მხრიდან მოსალოდნელი უარყოფითი რეაქციის გამო შესაძლო ინციდენტის პრევენციის მიზნით და დემონტაჟზე მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტაბულამ შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს წერილობითი თხოვნით მიმართა, რომ დილის 10 საათიდან ზუზუმბოს გორაზე მდებარე გმირების მემორიალთან შესაბამისი რაოდენობის საპატრულო ეკიპაჟი მობილიზდეს.

სამოქალაქო განათლების ფონდმა სტალინის ძეგლის დემონტაჟისთვის თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში 25 დეკემბერს გაიმარჯვა. ტენდერში, რომელიც 2 დეკემბერს გამოცხადდა, სხვა არავინ მონაწილეობდა.

სამოქალაქო განათლების ფონდი რამდენიმე თვის წინ უკანონოდ აღმართულ სტალინის ძეგლს 634 ლარად მოხსნის და ტერიტორიას მოასუფთავებს.

 

კომენტარები