პრემიერთან შეხვედრა

პრემიერთან შეხვედრაზე დეპუტატებმა და მინისტრებმა 2013 წელი შეაჯამეს

პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე დეპუტატებმა და მინისტრებმა 2013 წელი შეაჯამეს. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, დასახეს მომავალი წლის პრიორიტეტებიც.

“მნიშვნელოვანი დრო დაეთმო საკითხს, რომელიც იანვარში უნდა მოხვდეს პარლამენტის დღის წესრიგში. კერძოდ, საარჩევნო სისტემა ადგილობრივი არჩევნებისთვის არის დასაჩქარებელი თემა და ამას მიეძღვნა შეხვედრის დიდი ნაწილი”, - აღნიშნა ხიდაშელმა.

პრემიერთან დახურულ სამუშაო შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და მინისტრები ესწრებოდნენ. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში ორ საათს გაგრძელდა.

კომენტარები