მიხეილ სააკაშვილი

Le Figaro: ღია ცის ქვეშ სააკაშვილი ყოველთვის იმარჯვებს, ის მასების ადამიანია

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

ფრანგულმა გამოცემა ფიგარომ, საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ვრცელი წერილი მიუძღვნა. სტატიის მთავარი ნაწილი სააკაშვილის კიევში ვიზიტს ეთმობა, სადაც ის მომიტინგეთა პირისპირ სიტყვით გამოვიდა.

"სააკაშვილი როკ-ვარსკვლავივით მივიდა მაიდანზე, სადაც პროევროპული ოპოზიცია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ გამოსვლებს მართავს. უკრაინელი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მან ევროპელი დეპუტატებიც კი დაჩრდილა. წარმატებული ვარდების რევოლუციისა და ორი წაგებული არჩევნების შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი კავკასიური ჟინი მის ერთ-ერთ უკრაინელ ძმას გაუზიარა, რომელიც ასევე აღმოჩნდა რუსი კაციჭამიის ყბის ხაფანგში.

შეძახილებით "მიშა", ტაშით შეგებებულს, პიროვნებას რომელმაც მისი ხალხი ლიბერალური რეფორმების მიმართულებით წაიყვანა და მაქსიმალურად გაუძლო კრემლის ზეწოლას, ამჯერად, საკუთარ თავი უკრაინის ახალი რევოლუციის სიმბოლოდ წარმოუდგენია. „ევროპის გული აქ ძგერს, თქვენ ახორციელებთ ევროპულ პროექტს", იმეორებდა ის მაიდანზე, სახეზე ფართო ღიმილით. ხალხში გაისმა მოწოდებები, რომ მან უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებშიც კი უნდა მიიღოს მონაწილეობა. სააკაშვილმა, უკრაინული ენა კიევში განათლების მიღებისას, საბჭოთა კავშირის პერიოდში ისწავლა. "მიშა იმიტომ დამარცხდა პუტინთან, რომ, საქართველო ძალიან პატარა საერთაშორისო მოთამაშეა, მაგრამ ქუჩებში, ღია ცის ქვეშ, მიშა ყოველთვის იმარჯვებს. ის მასების ადამიანია", ამბობს მასზე ერთერთი მისი ახლობელი. ქარიზმატული, მკვეთრი, რომელსაც ამოძრავებს შეუდრეკელი რწმენა," - ნათქვამია ფიგაროს წერილში.

აქვე მოყვანილია პარალელები საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის.

"დასავლეთის ყოფილი საყვარელი ლიდერი, ჰილარი კლინტონის მეგობარი, რომელსაც ზოგიერთები განდიდების მანიით შეპრყობასა და ავტორიტარულობას საყვედურობენ, მხოლოდ კიევის დამოუკიდებლობის მოედნით არ შემოიფარგლა. შემოდგომის შემდეგ ის მოედო პოსტ-საბჭოთა ქვეყნების რეფორმატორების წრეებს, რომლებსაც პუტინის განკარგულებით მითითებული აქვთ დაუბრუნდნენ საბჭოთა ტრადიციებს. კიევის შემდეგ მიშამ, მღელვარება გამოიწვია კიშინიოვში, მოლდოვეთის დედაქალაქში, ქვეყანაში რომელიც იმავე რეგიონს ეკუთვნის რომელსაც საქართველო და უძლებს პუტინის ზეწოლას. სექტემბერში, მისი გამოსვლით გაეროში, ჯერ კიდევ პრეზიდენტის რანგში, მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პრო-დასავლური მიმართულების კავკასიელებზე," - ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები