დაზვერვის სამსახური

პრემიერმა დაზვერვის სამსახურის უფროსად დავით სუჯაშვილი დანიშნა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დავით სუჯაშვილი დაინიშნა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის ყოფილ და ახალ უფროსებს შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა გელა ბეჟუაშვილს გაწეული საქმიანობისთვის, დავით სუჯაშვილს კი წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე პრემიერმა დაზვერვის სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული უწყების განვითარება ქვეყნისთვის წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტი გაიზარდა 3 მილიონი ლარით, რაც მოხმარდება სამსახურის ინფრასტრუქტურულ განვითარებას.

დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი 2012 წელს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად. 1999-2012 წლებში იგი საქართველოს დაზვერვის სამსახურში მუშაობდა.

კომენტარები