კომუნიკაციების ეროვნული კომისია

პრეზიდენტმა მთავრობას GNCC-ს წევრის შესარჩევად, სამი კანდიდატურა წარუდგინა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად სამი კანდიდატურა წარუდგინა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობასთან შესათანხმებლად წარდგენილია თამაზ ინაშვილის, კახი ბექაურისა და სერგო შავგულიძის კანდიდატურები. მათგან საქართველოს პარლამენტი ერთს შეარჩევს.

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას შესათანხმებლად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი კანდიდატი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად წარუდგინა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა 23-მა კანდიდატმა მიიღო. მათი მონაცემები პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ- გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

კომენტარები