შობა

ომბუდსმენი: ვულოცავ ყველა იმ ქრისტიანს, რომელიც დღეს ზეიმობს შობას

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოში მცხოვრებ იმ ქრისტიანებს ულოცავს ქრისტეშობას, რომლებიც ამ დღესასწაულს სწორედ დღეს აღნიშნავენ.

"25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი იესო ქრისტეს შობას აღნიშნავს. მინდა, ეს ბრწყინვალე დღესასწაული გულითადად მივულოცო საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს, პროტესტანტებსა და ყველა იმ ქრისტიანს, რომელიც ამ დღეს ზეიმობს შობას. ვისურვებდი, ეს დღე მშვიდობით, ბედნიერებითა და სიხარულით აღსავსე იყოს მათთვის და მათი ოჯახებისათვის. სახალხო დამცველი გულითადად ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს შობის დღესასწაულს, უსურვებს მათ მშვიდობას, სიკეთეს, ბედნიერებას", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი, გარდა რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიისა, დღეს ქრისტეშობას აღნიშნავს. 

კომენტარები