საკანდელიძე-ქორქიას მემორიალური ტურნირი

საკანდელიძე-ქორქიას მემორიალური ტურნირი თბილისის დინამომ მოიგო

gbf.ge

სპორტკომპლექს არენაში ლეგენდარული კალათბურთელების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ერთმანეთს თბილისის დინამო და სოხუმი დაუპირისპირდნენ.

მატჩის დაწყებამდე მიღება გაიმართა, რომელსაც საკანდელიძისა და ქორქიას ოჯახის წევრები და ქართული საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ  განაცხადა, რომ მომავალში ტურნირისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება იგეგმება

ფინალური შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 80:75 დასრულდა და საკანდელიძე-ქორქიას მემორიალური ტურნირის თასს, თბილისელი კალათბურთელები დაეუფლნენ

 

 

კომენტარები