საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თემურ დოლიძემ, ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ არ გაცნობია გიგი უგულავას განცხადებას, მაგრამ თუ ის მთავარი პროკურორის პირად ცხოვრებას ეხება, ფარცხალაძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალური განცხადება გააკეთა. უგულავას თქმით, მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით გასამართლდა და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გიგი უგულავამ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, გერმანული მხარისგან ფარცხალაძის საქმის გამოთხოვნა, იქამდე კი პროკურირის თანამდებობიდან ჩამოშორება მოსთხოვა.





