თეორემა

ნეპოტიზმი / მონარქია / რომის პაპი

- ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. მისი გურუ, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ნეპოტიზმი ქართველებს ბუნებაში გვაქვს და ვერსად გავექცევით. რა აზრის არიან მოქალაქეები ნათესავების თანამდებობებზე გამწესებაზე - სალომე ბარკერის გამოკითხვა გადაცემის პირველ ნაწილში.

- "სინანულით გაცნობებთ, რომ ჩემი ქორწინება ანა ბაგრატიონთან დასრულებულია" - ეს განცხადება დავით ბაგრატიონ მუხრანელს ეკუთვნის. რა ბედი ელის საქართველოს გაბრწყინების მიჩურინულ ექსპერიმენტს დავით და ანა ბაგრატიონების უკვე მეორე გაყრის შემდეგ, ამ თემაზე გადაცემის მეორე ნაწილში.

- "თუ გეი ღმერთს ეძიებს და კეთილი განზრახვა აქვს, მე ვინ ვარ, რომ განვსაჯო?" - ამბობს რომის პაპი, რომელსაც მარქსიზმში ადანაშაულებენ. კათოლიკური ეკლესიის მეთაური ჟურნალმა თაიმმა წლის ადამიანად დაასახელა, მაგრამ ამაზე საინტერესო ის არის, რომ ყველაზე ძველმა ამერიკულმა გეი ჟურნალმა მიანიჭა პაპ ფრანცისკეს წლის ადამიანის წოდება. რატომ? - ამაზე გადაცემის ბოლო ნაწილში.

კომენტარები