ფოკუსი

ვანო მერაბიშვილის საქმე/თბილისის საკრებულოს სოლიდური ხარჯები

პროკურატურას წინასწარ პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიება კვლავ არ დაუწყია. დროის იმ მონაკვეთის კადრები, როდესაც ვანო მერაბიშვილის თქმით, საკნიდან გაიყვანეს, უახლოეს დღეებში შეიძლება წაიშალოს. დღეს მინისტრმა სუბარმა ეს არ გამორიცხა და თქვა, რომ კადრები ავტომატურ რეჟიმში 10 დღეში იშლება ხოლმე.
რატომ არ იწყება გამოძიება, აჩენს თუ არა ხელისუფლების მოქმედებები ეჭვებს და იკვლევს, თუ არა საკითხს სახალხო დამცველის აპარატი? ამ თემებზე ჩვენ გადაცემის პირველ ბლოკში სახალხო დამცველის ოფისის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია კაციტაძე გვესაუბრება. ასევე გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი იქნება ლევან ბეჟაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
გადაცემის მეორე ბლოკში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ფიქრია ჩიხრაძესთან და გიორგი ახვლედიანთან ერთად შევაფასებთ - რასთან გვაქვს საქმე, მათი შეფასებით, პოლიტიკურ დევნასთან თუ სამართლიანობის აღდგენასთან?
გადაცემის დასკვნით ნაწილში კი ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი გვიამბობს თბილისის საკრებულოს მასშტაბური ხარჯებისა და პრემიების შესახებ.

კომენტარები