ფოკუსი

უშიკიშვილის გათავისუფლება/სამართლიანობის აღდგენა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი კულტურის მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. გიორგი უშიკიშვილის თქმით, წინა დღეს კულტურის სამინისტროს აუდიტი მას თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვებას სთხოვდა. სტუმრად ფოკუსში - გიორგი უშიკიშვილი.

გადაცემის მეორე ნაწილში: თბილისის მერს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს. გიგი უგულავას გამოძიება ამჯერად სახელმწიფო სახსრების ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ხარჯვას ედავება. მმართველი ძალის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება, ოპოზიცია კი პოლიტიკური რეპრესიების ახალ ტალღაზე საუბრობს. რა არგუმენტები აქვთ მათ - გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენს კითხვებს ნაციონალური მოძრაობის წევრი გოკა გაბაშვილი პასუხობს.

ასევე, ვანო მერაბიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს კახა კოჟორიძეს და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელს გიორგი მშვენიერაძეს ვესაუბრებით

კომენტარები