სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

სოჭის ოლიმპიადაზე აშშ-ის დელეგაციაში ორი ჰომოსექსუალი სპორტსმენი იქნება

სოჭის ოლიმპიადაზე ამერიკის დელეგაციაში ორი ჰომოსექსუალი სპორტსმენი იქნება.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატების დელეგაცია ამერიკის მრავალფეროვნებას წარმოადგენს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ დელეგაციაში არ იქნება არც პრეზიდენტი ბარაკ ობამა და არც ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი.

2010 წლის ზამთრის თამაშებზე ამერიკის დელეგაციას ვიცეპრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, 2012 წლის ზაფხულის თამაშებზე კი, პირველი ლედი მიშელ ობამა.

წელს დელეგაციის მეთაური ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი საშინაო უსაფრთხოების საკითხებში ჯანეტ ნაპოლიტანო იქნება. დელეგაციაში შედის ასევე ამერიკის ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი.

სოჭის ზამთრის ოლიმპიადას ბარაკ ობამას გარდა, არ დაესწრებიან საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტებიც.

რუსეთმა არაერთხელ დაიმსახურა საერთაშორისო კრიტიკა "ჰომოსექსუალობის პროპაგანდის" ამკრძალავი კანონის გამო.

უფლებადამცველი ორგანიზაციები კანონს ჰომოსექსუალების დისკრიმინაციად მიიჩნევენ და მსოფლიოს სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები