კრიზისების მართვის ჯგუფი

ხადური: კრიზისების მართვის ჯგუფში შემავალი წევრები ანაზღაურებას არ მიიღებენ

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

კრიზისების მართვის ჯგუფის შექმნა ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

ხადურის თქმით, კრიზისების მართვის ჯგუფში შემავალი წევრები ანაზღაურებას არ მიიღებენ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ასეთი ჯგუფის შექმნა კრიზისულ სიტუაციაში ბიუჯეტის ოპტიმალურად მართვის შესაძლებლობას შექმნის. ხადურის განცხადებით, ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2013 წლის განმავლობაში საქართველოში ძალიან ბევრი სტიქიური უბედურება მოხდა, რომლებიც ოპერატიულ რეაგირებას საჭიროებდნენ.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინდელ სპეციალურ თათბირზე კრიზისების მართვის დროებითი შტაბის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რათა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს ოპერატიული და დროული რეაგირება მოჰყვეს.

 

კომენტარები